- 2023/11/17
16-17 ნოემბერს მისი ყოვლადუწმინდესობის თავმჯდომარეობით წმინდა სინოდის გეგმური სხდომები გაიმართა.
1. სინოდალური გადაწყვეტილებით, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანთა დასში ერთხმად შეირაცხნენ:
ა) მღვდელმონაზონი ათანასე ხამაკიოტისი, კიფისიის, მარუსის, ორიპოსა და მარათონის სამიტროპოლიტოდან და
ბ) არქიმანდრიტი გერვასი პარასკევოპულო, პატრის სამიტროპოლიტოდან.
ორივენი გამორჩეულნი არიან ღირსებითა და ქრისტესმოსახელე ერისადმი მსახურებით. ისინი თავიდანვე წმინდანებად მიიჩნეოდნენ ერის ცნობიერებაში.
2) წმინდა სინოდმა, განიხილა რა ტროადის ეპისკოპოს პეტრეს საკითხი, ერთხმად გადაწყვიტა, რომ დაეკისროს მას განყენების სასჯელი.
3. ევმენიის ეპისკოპოს ირინეოსისა და დორილეის ეპისკოპოს დამასკინოსის საკითხთა ვრცლად განხილვის შემდეგ, წმინდა სინოდმა მათ ერთმად დაადო დროებით მონასტრებში შეზღუდვის სასჯელი -ევმენიის ეპისკოპოსს იუვერნეტუს მონასტერში, ხოლო დორილეის ეპისკოპოსს ძაკაროლოს მონასტერში. ორივე მონასტერი მდებარეობს ხანიის რეგიონში.
4. აგრეთვე, მსოფლიო საყდრის არქიმანდრიტებს - პორფირიოს ბიკუვარაკისსა და ნიკიფორე იკოსიდეკას ჩამოერთვათ საპატრიარქო ოფიკიები (თანამდებობები).
დასასრულს, განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხები, რომელთა შესახებ გამოტანილ იქნა შესაბამისი გადაწყვეტილებანი.
წმინდა სინოდის მთავარი სამდივნო
მსგავსი განცხადებები:
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2023/08/08
- 2023/10/18
- 2023/10/28
- 2023/11/13
- 2023/12/01
- 2023/12/19
- 2024/04/19