- 2024/02/06
მოსკოვის საპატრიარქოს ესტონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა, მიტროპოლიტმა ევგენიმ განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, იძულებულია დატოვოს ქვეყანა.
ესტონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა მიიღეს გადაწყვეტილება მიტროპოლიტ ევგენისათვის არ გაეგრძელებინათ ბინადრობის უფლება, რადგან მიიჩნევენ რომ სასულიერო პირი ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
თავად მიტროპოლიტმა ევგენიმ გადაწყვეტილებას "პოლიტიკურად მოტივირებული" უწოდა, საპროტესტო წერილი გაგზავნა სახელმწიფო უწყებებში, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.
მიტროპოლიტი ევგენი ესტონეთის მართლმადიდებელ ეკლესიას 2018 წლიდან უდგას სათავეში. მან აღნიშნა, რომ რუსეთში დაბრუნების შემდეგაც გააგრძელებს ეკლესიის მართვას.
ესტონეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ თვითმმართველობის უფლება 1920 წელს მიიღო. გადაწყვეტილება დამტკიცდა 1993 წელს, რუსეთის პატრიარქის, ალექსი II-ის შესაბამისი ტომოსით.
მსგავსი განცხადებები:
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2023/08/08
- 2023/10/18
- 2023/10/28
- 2023/11/13
- 2023/12/01
- 2023/12/19
- 2024/04/19