- 2023/07/23
აღნიშნული ფაქტის შესახებ უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის ოდესის ეპარქიის საინფორმაციო სამსახურის განცხადებაში ნათქვამია:
,,23 ივლისის ღამეს, ოდესაზე რუსეთის ტერორისტული თავდასხმის დროს, მტრის რაკეტა უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძარს მოხვდა.
რუსული რაკეტა საკურთხეველში ჩამოვარდა. შედეგად ტაძარი და ქვედა სამი სართული ნაწილობრივ, ხოლო ინტერიერი და ხატები საგრძნობლად არის დაზიანებული. მთლიანად განადგურდა საკათედრო ტაძრის ქვეშ არსებული სივრცე.
რაკეტის ჩამოვარსნისთანავე გაჩნდა ხანძარი, რომლის ჩაქრობა სწრაფად მოახერხეს მეხანძრე-მაშველებმა. ადგილზე მუშაობას აგრძელებენ საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურისა და სხვა კომუნალური სამსახურების თანამშრომლები.
შემთხვევის ადგილზე მივიდა ქალაქის მერი გენადი ტრუხანოვი, რომელიც გაეცნო ნგრევის მასშტაბებს.
დაშავებულია საკათედრო ტაძრის მცველი, რომელსაც ადგილზე აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება და შემდეგ გადაიყვანეს საავადმყოფოში.
ოდესის ეპარქია კიდევ ერთხელ გმობს რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, ამ ტერორისტულ აქტს ოდესის მთავარი სალოცავისა და სულიერი ცენტრის - მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრის წინააღმდეგ, რომლის გარშემოც ცხოვრობენ მშვიდობიანი მოქალაქეები და თავად ტაძარი არანაირად არ არის დაკავშირებული სამხედრო ობიექტებთან“, - ნათქვამია ოდესის ეპარქიის განცხადებაში.
წყარო: https://www.facebook.com/church.information.center/posts/pfbid0BxFHkSffSqpQmSmmutJMa8QyJWAvFNCJE8Z1WkTLmhDbvbj8PgqG6CkkTiC2kHWcl
მსგავსი განცხადებები:
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2023/08/08
- 2023/10/18
- 2023/10/28
- 2023/11/13
- 2023/12/01
- 2023/12/19
- 2024/04/19