- 2024/07/25
რუსეთის საპატრიარქოს ყოფილი ღვთისმსახურის შესახებ ინფორმაციას კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ლიეტუვის მართლმადიდებელი ეკლესია ავრცელებს:
"2024 წლის 23 ივლისს, მისივე თხოვნით, პროტოდიაკონი ანდრია კურაევი მიღებულია ლიეტუვაში მსოფლიო საპატრიარქოს საეგზარქოსოს კლიროსში.
2013 წლიდან იგი მოსკოვის საპატრიარქოს და პატრიარქ კირილეს კრიტიკის გამო რეპრესირებულია რუსეთის სახელმწიფოსა და ეკლესიის მხრიდან. უკრაინაში რუსული აგრესიის დაგმობის გამო დააჯარიმეს 30 000 რუბლით. გამოაცხადეს "უცხოეთის აგენტად".
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის მარტში, მსოფლიო პატრიარქმა რუსეთის საპატრიარქოდან განკვეთილი სასულიერო პირები საკუთარი ომოფორის ქვეშ მიიღო, რადგან მიიჩნია, რომ მათ წინააღმდეგ "გამოტანილი განაჩენი ეფუძნებოდა არა საეკლესიო კრიტერიუმებს, არამედ ამ ადამიანების სამართლიან უთანხმოებას უკრაინაში მიმდინარე ომის თაობაზე". 2024 წლის თებერვალში კი ლიეტუვაში ოფიციალურად დაარეგისტრირეს კონსტანტინოპოლის საეგზარქოსო.
წყარო: https://www.facebook.com/ortodoksas.lt/posts/pfbid0SrdjM6Uk4ttmi8Vq4vbPoDr1r1Emc1VFWot9DHSjzCWhRPJKJSpSi2GXLusn6Lwbl?rdid=4En1FZo37F4Ft4je
მსგავსი განცხადებები:
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2023/08/08
- 2023/10/18
- 2023/10/28
- 2023/11/13
- 2023/12/01
- 2023/12/19
- 2024/04/19
- 2024/11/27