უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარს 5 წლიანი პატიმრობა მიესაჯა


სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მასალებზე დაყრდნობით გამოიტანა, რომლის თანახმადაც, უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის ტულჩინის მიტროპოლიტი იონათანი (ელეცკი) ამართლებდა რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიან შეჭრას უკრაინაში.

საქმის მასალების მიხედვით, მიტროპოლიტი იონათანი მორწუნეებში ავრცელებდა პროპაგანდისტულ ფურცლებს, სადაც მოუწოდებდა ძალაუფლების ხელში ჩაგდებისა და უკრაინის სახელმწიფო საზღვრების ცვლილებისკენ. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთ ინტერნეტგვერდზე განათავსა რუსი ოკუპანტებისა და მათი სამხედრო დანაშაულის მხარდამჭერი პუბლიკაცია.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია პროკლამაციები და სააგიტაციო ლიტერატურა. ტულჩინის ეპარქიის მმართველს ბრალი 2023 წლის იანვარში წარუდგინეს, პირველი სასამართლო მოსმენა კი 5 ივნისს გაიმართა.

წყარო: https://shorturl.at/bBHMS

მსგავსი განცხადებები: