მიტროპოლიტი პავლე (ლებედი) სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა


კიევის პეჩორის ლავრის ყოფილმა წინამძღვარმა პენიტენციური დაწესებულება 33 300 000 გრივნის (900 000 დოლარი) სანაცვლოდ დატოვა, აცხადებს მისი ადვოკატი, ნიკიტა ჩეკმანი.

"დღევანდელი მოვლენა უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის საერთო დამსახურებაა, რომლებმაც დაამტკიცეს რომ შეუძლებელი არაფერია. გირაო დაახლოებით 1000-მა ადამიანმა შეიტანა", - აღნიშნა ადვოკატმა.

პეჩორის ლავრის ყოფილი წინამძღვარი აპრილში კონფესიათაშორისი შუღლის გაღვივებისა და რუსული აგრესიის გამართლების ბრალდებით დააკავეს და შინაპატიმრობა მიუსაჯეს. მოგვიანებით უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან ახალი მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ მიტროპოლიტ პავლეს პატიმრობა შეეფარდა.

წყარო - https://shorturl.at/cdghP

მსგავსი განცხადებები: