30 ივნისს, სოფიაში, ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის არჩევნები ჩატარდა. ორი ტურის შედეგად ვიდინის მიტროპოლიტმა დანიელმა გაიმარჯვა.
ინტრონიზაციას ესწრებიან: კონსტანტინეპოლის პატრიარქი ბართლომე, ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები, ბულგარეთის პრეზიდენტი რუმენ რადევი, ვიცე-პრეზიდენტი ილიანა იოტოვა და სხვა პოლიტიკოსები.
ღვთისმსახურება ქალაქ სოფიის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის საპატრიარქო ტაძარში მიმდინარეობს.























