- 2022/08/25
სვიატოგორის ლავრაში ამ დრომდე 450-ამდე ადამიანი აფარებს თავს
უკრაინის ქ. სვიატოგორი ამჟამად ოკუპირებულია რუსების მიერ. მის გარშემო მდებარე სოფლებს უკრაინელები აკონტროლებენ და მიმდინარეობს ბრძოლები.
სვიატოგორის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, სვიატოგორის თემში შემავალ სოფლებში 2068 ადამიანიდან 1000 მცხოვრებია დარჩენილი. უკრაინის ხელისუფლება მუშაობს მათი ევაკუაციისათვის, თუმცა მუდმივი სროლა სამუშაოებს აფერხებს.
რუსეთი და დონეცკის არაღიარებული რესპუბლიკის საჯარისო შენაერთები მდინარე სივერსკი დონეცის მარცხენა სანაპიროს აკონტროლებენ, ხოლო უკრაინის შეიარაღებული ძალები - მარჯვენას, სადაც მდებარეობს სვიატოგორის ლავრა. მდინარეზე არსებული ხიდი განადგურებულია.
„ლავრაში ამ დრომდე 450 ადამიანი რჩება. 3 კვირის წინ მათი რაოდენობა გაცილებით მეტი იყო. დღემდე შევძელით და 150 მოქალაქე გამოვიყვანეთ. ამჟამად ლავრისკენ მიმავალ გზებზე მოძრაობა აკრძალულია. მუშავდება საევაკუაციო გეგმა, მარშრუტი, ჰუმანიტარული დახმარება ლავრისთვის“, - აცხადებს ვლადიმერ რიბალკინი, სვიატოგორის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
წყარო - https://bit.ly/3oKMJgJ
მსგავსი განცხადებები:
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2023/08/08
- 2023/10/18
- 2023/10/28
- 2023/11/13
- 2023/12/01
- 2023/12/19
- 2024/04/19