უკრაინელმა პარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს ქვეყანაში მოსკოვის საპატრიარქოს აკრძალვის კანონპროექტს


კანონი ითვალისწინებს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე "აკრძალულია იმ რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობა, რომლებიც მდებარეობენ იმ ქვეყანაში, რომელმაც განახორციელა ან ახორციელებს სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ; ან დროებით აქვთ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიის ნაწილი".
 
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 19 ოქტომბერს უკრაინის უმაღლესმა რადამ პირველი მოსმენით მიიღო აღნიშნული კანონპროექტი, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობას კრძალავს.
 

მსგავსი განცხადებები: