ღირსი აღმსარებელი თამარ მარჯანიშვილი რუსეთის ეკლესიის ახალმოწამეთა და აღმსარებელთა დასში შეირაცხა


2023 წლის 11 ოქტომბერს, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა მოისმინა წმინდანთა კანონიზირების სინოდალური კომისიის ხელმძღვანელის, ტროიცის ეპისკოპოს პანკრატის ანგარიში ღირსი აღმსარებლის, თამარ მარჯანიშვილის წმინდანად შერაცხვის შესახებ.

2017 წლის 28 დეკემბერს მოსკოვის საპატრიარქოში გამართულ სინოდის სხდომაზე გადაწყდა იღუმენია თამარის სახელი, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 2016 წლის 22 დეკემბერს წმინდანად შერაცხა, შეეტანათ რუსეთის ეკლესიის სათვეო კალენდარში.

ღირსი აღმსარებელი თამარი 1905-1924 წლებში მოსკოვში მონასტრის და პადმასკოვიეში სკიტის იღუმენია იყო. 1931 წელს დაპატიმრების და გადასახლების შემდეგ 1936 წელს მოსკოვში გარდაიცვალა.

წყარო: http://www.patriarchia.ru/db/text/6066526.html

მსგავსი განცხადებები: