- 2023/12/02
სამართალდამცველებმა კრემენეცის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარს ალყა შემოარტყეს, რომლის ტერიტორიაზეც განთავსებულია რეგენტთა სასწავლებელი. ადგილზე პოლიციელები 3 ავტობუსით მივიდნენ. ეს ყველაფერი დილის 6 საათზე მოხდა. ინფორმაციას უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის საინფორმაციო-საგანმანათლებლო განყოფილება ავრცელებს.
პოლიციის თანამშრომლებმა სტუდენტებს შენობის დაუყოვნებლივ დატოვება მოსთხოვეს. ისინი კელიებში შეიჭრნენ, სადაც აღსაზრდელებს ეძინათ; აიძულეს ნივთების აღება და ქუჩაში გასვლა. ზოგიერთი გოგონა კელიაში ჩაიკეტა. საპასუხოდ პოლიციელები დაემუქრნენ, რომ კარს შეამტვრევდნენ.
მოყვანილ ავტობუსებში იძულებით დაიწყეს სტუდენტების აყვანა, როგორც განაცხადეს ერთ-ერთი კოლეჯის საერთო საცხოვრებელში გადაყვანის მიზნით. გოგონათა უმრავლესობა შოკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. პოლიციას არ განუმარტავს რის საფუძველზე დაიწყეს სტუდენტების გამოსახლება და ავტობუსებში აყვანა.
შტურმის შემდეგ გამოძევებული გოგონები დროებით კრემენეცის დედათა მონასტერმა შეიფარა.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ ასევე წმინდა ნიკოლოზის საკათედრო ტაძარს საკეტები მოხსნა.
კრემენეც-პოჩაევოს ისტორიულ-არქირექტურული სახელმწიფო ნაკრძალის დირექტორმა, ვასილი ილჩიშინმა მომხდარს "სახელმწიფო ქონების დაბრუნება" უწოდა.
მსგავსი განცხადებები:
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2023/08/08
- 2023/10/18
- 2023/10/28
- 2023/11/13
- 2023/12/01
- 2023/12/19
- 2024/04/19
- 2024/11/27