რწმენის შუქურა, რომელიც 2023 წელს რუმინეთის ქალაქ ტიმიშორაში, მასწავლებელთა საერთაშორისო ოლიმპიადაზე აინთო


ემოციურ გარემოში, რომელსაც ხელს უწყობდა ღმერთის რწმენა და ურთიერთსიყვარული, ხუთი ათასზე მეტი ადამიანის გული განათდა გასული ხუთშაბათის საღამოს, ქ. ტიმიშორას ვარდების პარკში, სადაც ჩატარდა ახალგაზრდა მართლმადიდებელთა შეხვედრების გახსნის ცერემონიალი რუმინეთში.

ვარდების პარკში თავი მოიყარა ათასობით მართლმადიდებელმა ქრისტიანმა რუმინეთიდან, ევროპიდან და ასევე სხვა კონტინენტებიდანაც, სადაც მართლმადიდებლობა ჯერ კიდევ პულსირებს იმ ადამიანთა გულებში, ვინც მორალურ ღირებულებათა სადარაჯოზე დგას.

რუმინეთის პატრიარქის, მისი უნეტარესობის დანიელის სიტყვის შემდეგ, მართლმადიდებელმა მორწმუნეებმა მოისმინეს მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის, ბანატის მიტროპოლიტის იოანეს სიტყვა:

„მე ვლოცულობ უფლის წინაშე, რათა ის მეგობრული კავშირები, რაც უახლოეს დღეებში დამყარდება, უფლის მეორედ მოსვლამდე გაგრძელდეს, ვინაიდან მეგობრობა განდევნის მარტოობას.

დღეს, მიუხედავად იმისა, რომ სულ უფრო და უფრო მეტი ხალხია, დედამიწა ცარიელია, ვინაიდან ჩვენ ცალცალკე ვცხოვრობთ.“ - განაცხადა მიტროპოლიტმა იოანემ.

„აღნიშნული შეხვედრების მნიშვნელობა იზრდება 21-ე საუკუნის ფონზე, როდესაც დღეს საზოგადოებაში ჩვენ უნდა ვიცოდეთ გზა, რათა უკეთ ვიურთიერთოთ, გავაუმჯობესოთ და გავზარდოთ მართლმადიდებლობაზე, ქრისტიანობაზე და წმინდა წერილზე საუბრის შესაძლებლობა; ჩვენ აუცილებლად უნდა გავუსვათ ხაზი ამ ურთიერთობების მნიშვნელობას, ვინაიდან თუ ჩვენ არ ვართ დარწმუნებულნი იმაში, თუ რა ვუთხრათ ახალგაზრდებს, ვერ შევძლებთ სწორ ქადაგებასაც; დღეს გვჭირდება სხვადასხვა მიდგომები, არა განსხვავებული წმინდა წერილისგან, არამედ განსხვავებული - ეპოქიდან გამომდინარე; მე მტკიცედ მწამს, რომ აღნიშნული გამოცდილების გაზიარება მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის კარგ შედეგებს გამოიღებს“ - განაცხადა მღვდელმა გიორგიმ, საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციიდან.

წყარო: https://www.ito2023timisoara.ro/the-torch-of-faith-was-lit-at-the-opening-of-ito-2023/?fbclid=IwAR2h-yT5vzmFEWavDwpau4p0kUDZQtjZK-OUfPNB6Sys80NCvf6S9o_h_xo

მსგავსი განცხადებები: