წმინდა მიწის ქრისტიანი ლიდერები ღაზას სექტორში მშვიდობისთვის გაერთიანდნენ


ღაზაში მიმდინარე ომთან და მოახლოებულ შობის დღესასწაულთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად იერუსალიმის ქრისტიანი ლიდერები გაერთიანდნენ. ისრაელის პრეზიდენტთან ყოველწლიურ ტრადიციულ შეხვედრაზე, იერუსალიმის პატრიარქმა, უნეტარესმა თეოფილე III-მ, კოლექტიური პოზიცია დააფიქსირა: დაუყოვნებლივ შეწყდეს რეგიონში საომარი მოქმედებები.

საკუთარ გამოსვლაში იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა ხაზი გაუსვა წარმოდგენილი მონოთეისტური რელიგიების საერთო მორალურ ღირებულებებს, ადამიანური სიცოცხლის სიწმინდეს, ღირსების პატივისცემის აუცილებლობას, იერუსალიმის ყველა მაცხოვრებლის თავისუფლებისკენ და უსაფრთხოებისკენ.

იერუსალიმის ქრისტიანული თემების ლიდერები "მხარს უჭერენ დიალოგს, როგორც ერთადერთ გზას მშვიდობისკენ" და უარყოფენ კონფლიქტის შეიარაღებული გზით გადაწყვეტის იდეას. მზარდი ჰუმანიტარული კატასტროფის ფონზე ხაზი გაესვა სწრაფი მოქმედების საჭიროებას.

პატრიარქმა თეოფილემ მიმართვაში ასევე დასძინა, რომ ქრისტეშობის აღნიშვნა, როგორც "სინათლისა და იმედის" დღესასწაულის, "კოლექტიური სწრაფვაა უკეთესი მომავლისკენ, სადაც საერთო მორალური და სულიერი ფასეულობები ხელს უწყობს ერთობლივ განვითარებას".

წყარო: Христианские лидеры Святой Земли объединились ради мира в Газе (pravlife.org)

მსგავსი განცხადებები: