- 2024/02/06
2024 წლის 22 იანვარს უცნობი პირი თავს დაესხა უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის ბანჩენის მიტროპოლიტ ლონგინოზს (ჟარი). თავდამსხმელმა მღვდელმთავარს დარტყმები სახის არეში მიაყენა.
ფაქტის შესახებ თავად მიტროპოლიტმა ლონგინოზმა გააკეთა განცხადება:
"კარზე სამჯერ დააკაკუნეს. როცა გავაღე, დამარტყეს და გონება დავკარგე. თავდასხმის შედეგად საჭირო გახდა ქირურგიული ჩარევა ქუთუთოებზე. ამჟამად თავს კარგად ვგრძნობ. ყველაფერი უფლის მოწყალებაზე და მსჯავრზეა დამოკიდებული".
დღეს გავრცელებული ინფორმაციით ჩერნოვიცის ოლქში პოლიციამ მომხდარი ფაქტი გახსნა და დამნაშავე დააკავა. თავად მიტროპოლიტ ლონგინოზის მხრიდან პოლიციაში საჩივარი არ შესულა.
მსგავსი განცხადებები:
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2023/08/08
- 2023/10/18
- 2023/10/28
- 2023/11/13
- 2023/12/01
- 2023/12/19
- 2024/04/19
- 2024/11/27