ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, "მიტროპოლიტი ევგენი საჯარო გამოსვლებში მხარს უჭერს რუსეთის ქმედებებს უკრაინაში".
აღნიშნულ ინფორმაციას რუსული ინტერნეტგამოცემა Interfax.-ი ავრცელებს.
ესტონეთის ხელისუფლებამ მიტროპოლიტ ევგენის უარი უთხრა ბინადრობის უფლების გაგრძელებაზე, რადგან მიიჩნევს, რომ ის ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
ქვეყნის პოლიციის დეპარტამენტი და საზღვრის დაცვის სამსახური აცხადებენ, რომ "რუსეთის ფედერაციის მოქალაქემ - ვალერი რეშეტნიკოვმა (მიტროპოლიტი ევგენი - ს. უ.) პოლიციის დეპარტამენტსა და საზღვრის დაცვის სამსახურში წარადგინა განცხადება ბინადრობის უფლების გახანგრძლივებაზე, რომელიც დეპარტამენტმა არ დააკმაყოფილა. ბინადრობის უფლებას ვადა 6 თებერვალს ეწურება".























