- 2023/06/19
ამერიკის მთავარეპისკოპოსმა ელპიდოფორემ კიდევ ერთხელ გამოიჩინა დაუმორჩილებლობა მსოფლიო პატრიარქ ბართლომესა და ფანარის სინოდის მიმართ, ამჯერად ამერიკის სამთავარეპისკოპოსო მართვა-გამგეობის დებულების შესწორებასთან დაკავშირებით.
2023 წლის 15 ივნისს ამერიკის სამთავარეპისკოპოსო ეპარქიული სინოდის რიგგარეშე სხდომა ჩატარდა, რამაც მიტროპოლიტთა მწვავე რეაქცია გამოიწვია.
ესტონეთში მყოფმა პატრიარქმა ბართლომემ მთავარეპისკოპოს ელპიდოფორეს მიუწოდა, ამერიკის ეპარქიული სინოდის კრება 19 ივნისს მოიწვიოს.
15 ივნისის სხდომა დისტანციურად, ელექტრონულად გაიმართა. სხდომა გაიხსნა ორი ანგარიშის წაკითხვით: 1) ამერიკის სამთავარეპისკოპოსოს და მსოფლიო საპატრიარქოს შერეული კომისიის შეხვედრის შესახებ, რომელიც ფანარში მართვა-გამგეობის დებულების შესახებ შედგა და 2) ამერიკის ეპარქიული სინოდის წევრებისა და მსოფლიო პატრიარქის შესახებ, რომელიც 2023 წლის 5 აპრილს ფანარში გაიმართა.
ამერიკის ეპარქიული სინოდის წევრი მიტროპოლიტები ანგარიშების წაკითხვის შემდეგ გაკვირვებულნი დარჩნენ, რადგან სამთავარეპისკოპოსოდან მათთვის იქამდე უწყებული ინფორმაცია მკვეთრად განსხვავდებოდა ანგარიშებში წაკითხულისაგან.
სხდომაზე მიტროპოლიტმა ელპიდოფორემ დასვა ღვთისმსახურებისას სამმაგი მოხსენიების (პატრიარქის, მთავარეპისკოპოსისა და ადგილობრივი მიტროპოლიტის) საკითხი, მიტროპოლიების ოლქებად გადაკეთებისა და მიტროპოლიტთა დამცრობის საკითხი, იმგვარად, რომ მიტროპოლიტთა ტიტულში გაჩნდება სახელწოდება მცირე აზიის რომელიმე ძველი ქალაქისა და მთავარეპისკოპოსს თავად შეეძლება მათი დადგენა ,,ოლქის მთავრებად", რასაც მსოფლიო პატრიარქიცა და ფანარის სინოდიც ცალსახად ეწინააღმდეგებიან.
კრებაში მონაწილე მიტროპოლიტები მიიჩნევენ, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს მსოფლიო პატრიარქისა და ფანარის სინოდის გადაწყვეტილებები და მითითებები, მთავარეპისკოპოსი ელპიდოფორე კი მიიჩნევს, რომ მას, როგორც მთავარეპისკოპოსს, უფლება აქვს წამოაყენოს საკუთარი მოსაზრებები და პოზიციები.
წყარო: https://www.romfea.gr/oikoumeniko-patriarxeio-ts/arxiepiskopi-amerikis/57382-anypakoi-elpidoforou-ston-patriarxi-vartholomaio-kai-ti-synodo?fbclid=IwAR1sZmwQG2N-_-0GCbddTP_3mmzJUT2UVM0d2NwhJxcQ7u8CjjuHmU_aBao
მსგავსი განცხადებები:
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2023/08/08
- 2023/10/18
- 2023/10/28
- 2023/11/13
- 2023/12/01
- 2023/12/19
- 2024/04/19