- 2023/09/20
2023 წლის 18 სექტემბერს გაიმართა კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა, რომელმაც სხვა საკითხებთან ერთად განიხილა სკოლებში სექსუალური აღზრდის გაკვეთილების საკითხი.
სინოდის პოზიციით, როდესაც ბავშვები მცირე ასაკიდან იმყოფებიან ისეთ გარემოში, როდესაც მათ მიეწოდებათ სხვადასხვა სახის ინფორმაცია თუ დეზინფორმაცია ინტერნეტიდან, მათთვის აუცილებელია ამ თემაზე კომპეტენტური სასკოლო განათლების მიღება.
ბავშვებს ინფორმაცია უნდა მიეწოდოთ, რათა დაცულები იყვნენ, ბუნებრივია მათი ასაკობრივი მიმღებლობის შესაბამისად.
წმინდა სინოდი მიიჩნევს, რომ მშობლებისა და ზოგიერთი სხვა საზოგადოებრივი ჯგუფის შეშფოთებათა ნაწილი გადაჭარბებულია, ვინაიდან არაა დაფუძნებული სიმართლეზე.
წმინდა სინოდი აცხადებს, რომ თვალყურს მიადევნებს გაკვეთილის შინაარსსა და სწავლების ფორმას ყველა საგანმანათლებლო საფეხურზე. ასევე სიამოვნებით აღნიშნა განათლების მინისტრის დაპირება, რომ სასწავლო პროგრამის ცვლილების შემთხვევაში ყოველთვის გათვალისწინებული იქნება მშობელთა საერთო პოზიცია და საზოგადოების ჩვეულებები და მგრძნობიარე საკითხები.
წმინდა სინოდი თავის მომავალ სხდომაზე განათლების მინისტრს მოიწვევს რათა მისგან მიიღოს ინფორმაცია და გამოიტანოს საბოლოო გადაწყვეტილება.
წყარო: https://www.romfea.gr/.../58871-i-ekklisia-tis-kyprou-gia...
მსგავსი განცხადებები:
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2023/08/08
- 2023/10/18
- 2023/10/28
- 2023/11/13
- 2023/12/01
- 2023/12/19
- 2024/04/19