უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად კიდევ ერთი ტაძარი დაზიანდა


დაბომბვის დროს ჭურვმა ქ. ხერსონის კასპეროვის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის გუმბათი გახვრიტა; დააზიანა კანკელზე დამაგრებული ჯვარი. ჭურვის ნამსხვრევებით დახვრეტილია მთელი სახურავი.

პირველი შემთხვევა არაა როდესაც უკრაინაში მიმდინარე ომის გამო კასპეროვის ღვთისმშობლის ხატის ტაძარი ზიანდება. 2023 წლის ივნისში ეკლესია კახოვკის ჰესის აფეთქების შემდეგ დაიტბორა. წყალდიდობის დროს ტაძრის მრევლი ქალაქში დარჩენილ მოსახლეობას ჰუმანიტარულ დახმარებას უწევდა, ხოლო წინამძღვარი, დეკანოზი იოანე გორდიენკო მიკრორაიონის მცხოვრებლებს ნავით პირადად აწვდიდა პურს, წყალს და პირველადი დახმარებისათვის საჭირო ნივთებს.

წყარო: https://news.church.ua/2023/11/09/vnaslidok-obstrilu-mista-kherson-rosijskimi-vijskami-zaznav-poshkodzhen-kasperivskij-xram/

მსგავსი განცხადებები: