- 2024/02/13
2023 წლის ზაფხულში რუსეთის არმიის მხრიდან ოდესის დაბომბვას ფერიცვალების საკათედრო ტაძარი ემსხვერპლა. იტალიასა და იუნესკოს შორის მიღწეული შეთანხმებით ფინანსურ დახმარებას იტალიური მხარე გამოყოფს.
ოდესაში ოფიციალური ვიზიტით იტალიის სამთავრობო დელეგაცია იმყოფება სპეციალური წარმომადგენლის - დავიდე ლა ჩეჩილიას მეთაურობით. მისი სიტყვებით, „დიდი შვიდიანისთვის“ უკრაინის აღდგენის საკითხი პრიორიტეტულია.
ოდესის მერიის ინფორმაციით, დაგეგმილია სამმხრივი (იტალია-უკრაინა-იუნესკო) და ცალკე იტალიასთან მემორანდუმების გაფორმება, სადაც გაწერილი იქნება შეთანხმების პუნქტები.
უკრაინაში იუნესკოს კოორდინატორმა, კიარა დეცი ბარდესკიმ ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა, რომელთა შორისაა დაზიანებული ნაგებობების სტაბილიზაცია, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მართვის გენერალური გეგმა. მომავალში იუნესკო შეიმუშავებს ოდესისა დაცვისა და განვითარების რეკომენდაციებს.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 23 ივლისს, რუსეთის ფედერაციამ მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანა ქ. ოდესაზე და ოდესის ოლქზე. ისროლეს 19 სხვადასხვა ტიპის რაკეტა. ზოგიერთი მათგანი ოდესის ისტორიულ ცენტრში ჩამოვარდა, სადაც იუნესკოს სიაში მდებარე ძეგლებია განთავსებული. შედეგად არქიტექტურის 25 ძეგლი დაზიანდა.
მსგავსი განცხადებები:
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2023/08/08
- 2023/10/18
- 2023/10/28
- 2023/11/13
- 2023/12/01
- 2023/12/19
- 2024/04/19
- 2024/11/27