უკრაინის პრეზიდენტი მსოფლიო პატრიარქს შეხვდა (08.07.2023)


დღეს, 2023 წლის 8 ივლისს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ფანარში მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ტვიტერის საკუთარ ანგარიშზე აღნიშნა: ,,ვისაუბრეთ სამშვიდობო ფორმულის შემოღების შესახებ, ასევე იმ ბავშვების საკუთარ სახლებში დაბრუნებაზე, რომლებიც ოკუპანტებმა განდევნეს.

გმადლობთ თქვენი მუდმივი მხარდაჭერისა და მშვიდობისათვის თქვენი ლოცვის ლოცბით; იმისათვის, რომ დაგმეთ აგრესია და დანაშაული; იმისთვის, რომ ეხმარებით ომის შედეგად დაზარალებულ უკრაინელ კაცებსა და ქალებს".

წყარო: https://www.romfea.gr/diafora/57720-zelenski-se-oikoumeniko-patriarxi-sas-efxaristoyme-gia-tin-atalantefti-ypostiriksi?fbclid=IwAR3dcQUekQSLsuLOpKws8IDnZOA3aRX8hvv2VvqBauuWDhg66viUXHi-9aI

მსგავსი განცხადებები: