მსოფლიო პატრიარქი ათენს ეწვია


15 აპრილს მსოფლიო პატრიარქი ბართლომე ათენს ეწვია, სადაც ათენისა და სრულიად საბერძნეთის მთავარეპისკოპოს იერონიმეს შეხვდა. შეხვედრა მეგობრულ გარემოში წარიმართა და მხარეებმა "უფრო ხშირი შეხვედრებისა და აზრთა გაცვლის" საჭიროებას გაუსვეს ხაზი.

მსოფლიო პატრიარქი ათენში საბერძნეთის მთავრობის მოწვევით ჩავიდა საერთაშორისო კონფერენცია "Our Ocean"-ზე სიტყვის წარმოსათქმელად.

ამავე ვიზიტის ფარგლებში მსოფლიო პატრიარქი ბართლომე ათენის კაპოდისტრიასის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ გერასიმე სიასოს შეხვდა. აღინიშნა, რომ ტექნიკის სწრაფ განვითარებასთან ერთად, აუცილებელია რომ ყურადღება გამახვილდეს ბიოეთიკასა და სულიერებაზეც და აღინიშნოს, რომ ცოდნისა და ინფორმაციის გარდა არსებობს ჭეშმარიტებაც. ამიტომაც აუცილებელია, რომ სტუდენტებს მარადიული ღირებულებების შესახებაც მიეწოდოთ ინფორმაცია.

17 აპრილს ათენის უნივერსიტეტის დარბაზში მსოფლიო პატრიარქი ბართლომე და ათენის მთავარეპისკოპოსი იერონიმე, პროფესორ ვლასიოს ფიდასისთვის ათენის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის წოდების გადაცემის ცერემონიალს დაესწრნენ.

წყარო: https://orthodoxia.info/.../synantisi-oikoymenikoy.../ ; https://orthodoxia.info/.../patriarchis-archiepiskopos-stin/

მსგავსი განცხადებები: