ბულგარეთის ეკლესიის სინოდმა საპატრიარქო არჩევნებისთვის 3 კანდიდატი გამოარჩია


20 ივნისს ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა პატრიარქობის 3 კანდიდატი დაასახელა.

ვრაჩანის მიტროპოლიტი გრიგოლი, ვიდინის მიტროპოლიტი დანიელი და ლოვჩანის მიტროპოლიტი გაბრიელი - ამ სამი კანდიდატიდან 30 ივნისს აირჩევენ ბულგარეთის ახალ პატრიარქს.

ვრაჩანის მიტროპოლიტმა გრიგოლმა პირველივე ტურში მიიღო 11 ხმა და გახდა პირველი კანდიდატი. ვიდინის მიტროპოლიტმა დანიელმა საჭირო ხმები 32-ე ტურში მიიღო, ხოლო ლოვჩანის მიტროპოლიტმა გაბრიელმა - 42-ე ტურში.

სხდომა 8 საათი გაგრძელდა. მიტროპოლიტმა კვიპრიანემ ჟურნალისტების კითხვაზე, იყო თუ არა წმინდა სინოდის სხდომა დაძაბული, განაცხადა: "42 რაუნდი საკმარისს ამბობს".

ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, ვრაჩანის მიტროპოლიტი გრიგოლი პატრიარქ ნეოფიტეს გარდაცვალების შემდეგ მის მოსაყდრედ არის დასახელებული.

წყარო: Синод Болгарской Церкви определил трех кандидатов для избрания Патриарха - РИСУ (risu.ua)

მსგავსი განცხადებები: