კაბადოკიაში განძის მაძიებლებმა XIV საუკუნის გვიანბიზანტიური ეპოქის ტაძრის ფრესკები გაანადგურეს


სოღანლის ველზე (რომელსაც "კაბადოკიის კარიბჭეს" უწოდებენ), კლდეში ნაკვეთი ქუბელის XIV ს-ის ტაძარი პრაქტიკულად განადგურებულია განძის მაძიებლების მიერ.

სოღანლის ველი, სადაც 50-მდე კლდეში ნაკვეთი ტაძარი და გამოქვაბულია, მდებარეობს ეშილჰისერში, თურქეთში. იგი რომის იმპერიის პერიოდიდან დასახლებული პუნქტი იყო. რომაელები კლდოვან მასებს სამარხებისთვის იყენებდნენ, ბიზანტიელები - ეკლესიებისთვის. სოღანლი IV ს-დან კაბადოკიაში ქრისტიანობის ცენტრად იქცა და თავისი სტატუსი VII-VIII ს-მდე შეინარჩუნა.

ყოველწლიურად სოღანლის კლდეში ნაკვეთ 8 ტაძარს, სადაც შემონახულია იესო ქრისტეს, მოციქულების და სხვა წმინდანების ფრესკები, ათასობით ადამიანი სტუმრობს.

საინფორმაციო საშუალებების თანახმად, ფრესკები იესო ქრისტეს, მოციქულების და ბიბლიური სცენების გამოსახულებით, ძალიან დაზიანებულია. კედლის მხატვრობა გადაფხეკილია და დაფარულია წარწერებით სხვადასხვა ენაზე.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ტაძარი დაკეტილია დამთვალიერებლებისთვის. მიმდინარე წელს დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები.

წყარო: https://sedmitza.ru/text/10386592.html

მსგავსი განცხადებები: