იორდანიის მეფემ წმინდა მიწის რელიგიურ ლიდერებს, იერუსალიმში მუსულმანებისა და ქრისტიანების დასაცავად ერთად დგომისკენ მოუწოდა


2023 წლის 20 დეკემბერს, იორდანიის მეფემ - აბდალა II-მ, წმინდა მიწის რელიგიურ ლიდერებს მოუწოდა "დადგნენ ერთად" იერუსალიმში მუსულმანების და ქრისტიანების დასაცავად

შეხვედრაზე, რომელსაც იერუსალიმის პატრიარქი თეოფილეც ესწრებოდა, იორდანიის მეფემ კიდევ ერთხელ მოუწოდა ცეცხლის შეწყვეტისკენ ღაზას სექტორში დაპირისპირებულ მხარეებს.

მისი სიტყვებით, იორდანიის სამეფო არ გადაუხვევს ამ პოზიციას და მაქსიმალურად შეეცდება რეგიონში მშვიდობის მიღწევას.

მან ასევე აღნიშნა, რომ იორდანია გააგრძელებს თავის ისტორიულ მისიას - ხელი შეუწყოს მუსულმანურ და ქრისტიანულ მომლოცველობას იერუსალიმში.

წყარო: https://spzh.news/ru/news/77543-vlasti-iordanii-poobeshchali-zashchishchat-khristian-i-musulman-v-ierusalime

მსგავსი განცხადებები: