- 2024/05/31
ხუთშაბათს, 30 მაისს მოსკოვის საპატრიარქოს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა. სხდომაზე განიხილეს 2024 წლის 19 მაისს, მენელსაცხებლე დედათა კვირას, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ვალუკლის მონასტერში აღსრულებულ საღვთო ლიტურგიაზე ბულგარეთისა და უკრაინის ეკლესიის იერარქების თანამონაწილეობის საკითხი. მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს მიერ აღსრულებულ ლოგურგიაზე ბულგარეთის ეკლესიის მხრიდან მონაწილეობდნენ შემდეგი იერარქები: ნიკოლოზ ფილიპუპოლელი, კვიპრიანე სტარა ზაგორელი, ევსტრატიოს ბილა ცერკველი და იაკობ დოროსტოლელი.
მოსკოვის საპატრიარქოს წმინდა სინოდმა ღრმა მწუხარება გამოთქვა ბულგარეთის საპატრიარქოს მღვდელმთავრების მიერ უკრაინის "სქიზმატი სტრუქტურების" წარმომადგენლებთან თანაზიარების გამო და აღნიშნა, რომ ეს ფაქტი რუსეთისა და ბულგარეთის ეკლესიის ურთიერთობების გაფუჭებას გამოიწვევს.
დასასრულს, ვალუკლის მონასტერში თანამსახურების გამო წმინდა სინოდის წევრებმა შეუძლებლად მიიჩნიეს ბულგარეთის ეკლესიის ზემოთხსნებულ მღვდელმთავრებთან საეკლესიო ზიარების გაგრძელება და დასძინეს, რომ მსოფლიო საპატრიარქო კვლავაც განაგრძობს იმგვარ მოქმედებებს, რომლებიც მიზნად მართლმადიდებლობაში განხეთქილების გაღრმავებას ისახავს.
წყარო: Το Πατριαρχείο Μόσχας διακόπτει την κοινωνία με Ιεράρχες της Βουλγαρίας (romfea.gr)
მსგავსი განცხადებები:
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2023/08/08
- 2023/10/18
- 2023/10/28
- 2023/11/13
- 2023/12/01
- 2023/12/19
- 2024/04/19
- 2024/11/27