კვიპროსის მთავარეპისკოპოსი: 'ჩერნოგორიის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი არ დგას'


პარასკევს, 7 ივნისს კვიპროსის მთავარეპისკოპოსი გიორგი ჩერნოგორიის პრეზიდენტ იაკობ მილატოვიჩს შეხვდა. აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით დღეს, 8 ივნისს მთავარეპისკოპოსმა განაცხადა, რომ გუშინდელ შეხვედრაზე საერთოდ არ დასმულა სერბეთის ეკლესიის ავტოკეფალიასთან თუ ჩერნოგორიის ადგილობრივ საეკლესიო მმართველობასთან დაკავშირებული არანაირი საკითხი.

"კვიპროსის ეკლესიისთვის სერბეთის საპატრიარქოში შემავალი ჩერნოგორიის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი არ დგას" - განაცხადა კვიპროსის მთავარეპისკოპოსმა.

წყარო: Αρχιεπίσκοπος Κύπρου: «Δεν τίθεται θέμα Αυτοκεφαλίας της Εκκλησίας του Μαυροβουνίου» (romfea.gr)

მსგავსი განცხადებები: