- 2023/12/15
13 და 14 დეკემბერს, ათენის უნეტარეს მთავარეპისკოპოს იერონიმეს თავმჯდომარეობით საბერძნეთის ეკლესიის მუდმივმოქმედი წმინდა სინოდის სხდომები გაიმართა.
წმინდა სინოდმა:
მოისმინა მოხსენება საბერძნეთის ყოფილი პრეზიდენტის, პროკოფი პავლოპულოს მიერ გამოგზავნილი წერილის - "კონსტიტუციის ინსტიტუციური მოწმობა სახელმწიფოსა და ეკლესიის ერთობლივი მსვლელობის შესახებ ერის ძნელბედობის ჟამს" - შესახებ და გამოთქვა კმაყოფილება და მადლობა მის მიმართ.
მოისმინა მოხსენება ერთსქესიანი წყვილების ქორწინების თემასთან დაკავშირებით და მიიღო გადაწყვეტილება, რომ დააკვირდეს საკითხის მიმდინარეობას და ვითარების შესაბამისად, იგი განიხილოს საბერძნეთის ეკლესიის მღვდელთმთავართა წმინდა სინოდმა.
დანიშნა საეკლესიო ფინანსების ცენტრალური სამსახურის მმართველი კომიტეტის ახალი შემადგენლობა და მადლობა გადაუხადა მის ძველ შემადგენლობას გაწეული მრავალნაყოფიერი და კეთილნაყოფიერი სამსახურისთვის.
მიიღო გადაწყვეტილება, რომ ათენის სამთავარეპისკოპოსოსა და სამიტროპოლიტოებში ქრისტეშობის ღვთისმსახურებაზე ჩამოტარებულ იქნას შესაწირი ყუთი იმ ოჯახების ფინანსური დახმარებისათვის, რომლებიც თრაკიის რეგიონში ცხოვრობენ და სამი ან მეტი შვილი ჰყავთ.
დაამტკიცა წმინდა მამის, ფოტი დიდის კონსტანტინოპოლის პატრიარქისა და საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდის მფარველის სადღესასწაულო მსახურებების განრიგი (6.2.2024).
13 დეკემბრის სხდომათა შორის შესვენებისას ათენის უნეტარეს მთავარეპისკოპოს იერონიმეს წინაშე რწმუნების სიტყვა წარმოთქვა ახალდადგინებულმა დამხმარე ეპისკოპოსმა ეგნატემ.
ამავე დღეს, სხდომათა დასრულების შემდეგ, ათენისა და სრულიად საბერძნეთის მთავარეპისკოპოსმა იერონიმემ ათენის საღვთისმეტყველო უნივერსიტეტის მეორე კურსელ და მაგისტრანტ სტუდენტებს უმასპინძლა, რომლებსაც თან ამავე სასწავლებლის პროფესორი, პერისტერის მიტროპოლიტი გრიგოლი ახლდა.
წმინდა სინოდმა ასევე განიხილა სხვადასხვა საკითხები.
საბერძნეთის ეკლესიის მუდმივმოქმედი წმინდა სინოდი.
წყარო: Ολοκληρώθηκε η συνεδρίαση της ΔΙΣ για τον Δεκέμβριο – Οι αποφάσεις - ORTHODOXIA INFO
მსგავსი განცხადებები:
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2023/08/08
- 2023/10/18
- 2023/10/28
- 2023/11/13
- 2023/12/01
- 2023/12/19
- 2024/04/19