- 2023/09/30
2023 წლის 28 სექტემბერს, ტოკიოში, იაპონიის ავტონომიური მართლმადიდებელი ეკლესიის საგანგებო კრება ჩატარდა, რომელზეც გამოირჩიეს ახალი წინამძღოლი.
ტოკიოს მთავარეპისკოპოსი და სრულიად იაპონიის მიტროპოლიტი გახდა სენდაის მთავარეპისკოპოსი სერაფიმე (ცუძიე), იაპონიის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტის მოსაყდრე.
მიტროპოლიტი სერაფიმე 1951 წლის 23 მარტს ქალაქ აკიტაში (იაპონია) დაიბადა. მოინათლა 1987 წელს და ეწოდა ანდრია. 1990 წელს დაამთავრა ტოკიოს სასულიერო სემინარია.
1989 წლის 5 ნოემბერს ხელი დაასხეს დიაკვნად, ხოლო 1991 წლის 18 აგვისტოს - მღვდლად.
1999 წლის 20 აგვისტოს აღიკვეცა მონაზვნად და ეწოდა სერაფიმე.
1999 წლის 28 დეკემბერს, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, დადგინდა სენდაის ეპისკოპოსად.
2012 წლის 8 ივლისს ებოძა მთავარეპისკოპოსის ტიტული.
2023 წლის 11 აგვისტოს, ტოკიოს მთავარეპისკოპოსისა და სრულიად იაპონიის მიტროპოლიტ დანიელის გარდაცვალების შემდეგ, გამოირჩიეს იაპონიის მართლმადიდებელი ავტონომიური ეკლესიის მიტროპოლიტის მოსაყდრედ.
მსგავსი განცხადებები:
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2023/08/08
- 2023/10/18
- 2023/10/28
- 2023/11/13
- 2023/12/01
- 2023/12/19
- 2024/04/19
- 2024/11/27