- 2024/02/02
უკრაინაში, ხმელნიცკის ოლქის სოფელ პეჩესკოეში, ღვთისმშობლის საფარველის სახელობის ტაძარი ღვთისმსახურების შემდეგ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მომხრე ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა დაიკავეს. ყველაფერს ძალოვანი უწყების თანამშრომლები შეესწრნენ, თუმცა უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის კუთვნილი ტაძრის და მრევლის დასაცავად არაფერი გაუკეთებიათ. აქტივისტებმა ტაძრიდან გამოაძევეს წინამძღვარი, დეკანოზი მიხეილ ფურმანი და კრასილოვის მთავარხუცესი, დეკანოზი ვიტალი დუნცა.
ხმელნიცკის ეპარქიის განცხადებით, გასული წლის ოქტომბერში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მომხრეებმა უკანონო კრება ჩაატარეს იურისდიქციის შეცვლის მიზნით. მასში 40 ადამიანი მონაწილეობდა, რომელთაც არავითარი კავშირი არ აქვთ უკრაინულ მართლმადიდებელ ეკლესიასთან.
წყარო: Сторонники ПЦУ захватили храм УПЦ в Хмельницкой области - РИА Новости, 28.01.2024 (ria.ru)
მსგავსი განცხადებები:
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2023/08/08
- 2023/10/18
- 2023/10/28
- 2023/11/13
- 2023/12/01
- 2023/12/19
- 2024/04/19