ალბანეთის ეკლესიის მეთაურმა უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრებს მხარდაჭერა გამოუცხადა


ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსმა, უნეტარესმა ანასტასიმ, კიევის პეჩორის ლავრის წინამძღვარს, ჩერნობილის მიტროპოლიტ პავლეს, მისწერა მხარდამჭერი წერილი, სადაც თანადგომას უცხადებს ამჟამინდელი მტანჯველი გამოცდის დროს.

„ღრმა მწუხარებით ვადევნებთ თვალს თქვენი მაღალყოვლადსამღვდელოების და თქვენი ღვთივრჩეული სამწყსოს მტანჯველ გამოცდას. ჩვენ თქვენი ტანჯვის თანამონაწილენი ვართ და შესაძლებლობის ფარგლებში ვამოწმებთ იმ სიმხეცეს, რასაც ადგილი აქვს ღვთისმოსავი მართლმადიდებელი სასულიერო დასის და მართლმადიდებლური სიწმინდის - კიევის პეჩორის ლავრის მიმართ. ვლოცულობთ, რომ უფალმა განგამტკიცოთ, რათა თქვენ „ყველაფერში ღვთის მსახურებად ავლენდეთ თავს: მრავლის თმენაში, ჭირში, სიმძიმილში, ვიწროებაში, გვემაში, დილეგში, დევნაში, გარჯაში, სიფხიზლეში, მარხვაში, სიწმიდეში, შემეცნებაში, სულგრძელობაში, სიწრფელეში, სული წმიდაში, უპირფერო სიყვარულში…(2 კორ. 6: 4,5).

მანამდე მთავარეპისკოპოსმა ანასტასიმ ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტ იონათანს, რომელსაც უკრაინის სასამართლომ 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, გაუგზავნა წერილი, სადაც მხარდამჭერა გამოუცხადა.

ალბანეთის ეკლესიის წინამძღვრის ამ ქმედებებს ზოგიერთ ბერძნულ ინტერნეტგამოცემაში უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. მაგალითად ინტერნეტგვერდმა fosfanariou.gr -მ კრიტიკული სტატია მიუძღვნა უნეტარეს ანასტასის პოზიციას უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიისადმი.

პუბლიკაციაში სახელწოდებით - „ალბანეთის ანასტასი „რუსული სამყაროს“ ჭაობში“, მთავარეპისკოპოს ანასტასის „რუსეთის ეკლესიის მეკარე“ უწოდეს, რომელიც „არათუ აღიარებს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიას ავტოკეფალიას, არამედ მხარს უჭერს „რუსული სამყაროს“ ნარატივს“.

წყარო: https://lavra.ua/uk/privitannya-arhiyepiskopa-tirani-durresa-i-vsiyeyi-albaniyi/?fbclid=IwAR07qfErQMHQUfdSf4HX95_cwLZrbTKoE8oRRsnO6mL4bMIHpBa5IR6fCxE

 https://spzh.news/ru/news/75442-profanariotskij-sajt-razmestil-oskorbitelnuju-statju-o-hlave-tserkvi-albanii?fbclid=IwAR3gcv9zryBFayGwcIkDfIHFLC9Wr1tPuU7GPSGPF70iFXLtJQEX7vjBDyg

მსგავსი განცხადებები: