ლვოვის ახალი ათონის აღდგომის სახელობის მონასტრის შენობაში სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნის გადაწყვეტილება ქალაქის ხელისუფლებამ მიიღო.
"საუბარია მნიშვნელოვანი ისტორიული ობიექტის აღდგენაზე და მისთვის სამედიცინო ფუნქციის მინიჭებაზე", - განაცხადა ლვოვის მთავარმა არქიტექტორმა, ანტონ კოლომეიცევმა.
2023 წლის 4 აპრილს ქ. ლვოვის მერმა, ანდრეი სადავოიმ განაცხადა, რომ ქალაქში უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის ლიკვიდაციის ფარგლებში ახალი ათონის აღდგომის სახელობის მონასტრის კუთვნილი შენობა ოფიციალურად გადავიდა პირველი სამედიცინო გაერთიანების კუთვნილებაში.























