- 2023/10/20
იერუსალიმის მართლმადიდებელი საპატრიარქო მწვავედ გმობს ისრაელის საჰარეო თავდასხმას, რომელმაც ქალაქ ღაზაში საეკლესიო ნაგებობის ნგრევა გამოიწვია.
საპატრიარქო აღნიშნავს, რომ ეკლესიისა და საეკლესიო ნაგებობათა, მათ შორის თავშესაფართა მიზანში ამოღება, რომელთაც ისრაელელთა საჰაერო თავდასხმებისაგან ბოლო ათი დღის მანძილზე საცხოვრებელგანადგურებული მშვიდობიანი მოსახლეობა, განსაკუთრებით კი ქალები და ბავშვები, აფარებს თავს, წარმოადგენს ომის დანაშაულს და შეუძლებელია მისი უგულებელყოფა.
მიუხედავად იერუსალიმის საპატრიარქოს და სხვა ეკლესიების თავშესაფართა და ნაგებობათა მიზანში ამოღებისა, საპატრიარქო, სხვა ეკლესიებთან ერთად, აგრძელებს თავისი რელიგიური და ზნეობრივი მოწოდების შესრულებას - აწვდის დახმარებას, მხარდაჭერასა და თავშესაფარს განსაცდელში მყოფთ, იმ ფონზე, როდესაც ისრაელელები განუწყვეტლივ მოითხოვენ მშვიდობიანი მოსახლეობისგან შენობების დატოვებას.
საპატრიარქო აღნიშნავს, რომ არ შეწყვეტს თავისი რელიგიური და ადამიანური მოვალეობის შესრულებას, რომელიც მომდინარეობს თავისი ქრისტიანული ღირებულებისგან - ყოველთვის გასცეს საჭირო დახმარება საომარ მდგომარეობასა თუ მშვიდობის ჟამს.
წყარო: https://jerusalem-patriarchate.info/%cf%84%ce%bf-%cf%80%ce%b1%cf%84%cf%81%ce%b9%ce%b1%cf%81%cf%87%ce%b5%ce%b9%ce%bf%ce%bd-%ce%b9%ce%b5%cf%81%ce%bf%cf%83%ce%bf%ce%bb%cf%85%ce%bc%cf%89%ce%bd-%ce%ba%ce%b1%cf%84%ce%b1%ce%b4%ce%b9%ce%ba-4/
მსგავსი განცხადებები:
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2023/08/08
- 2023/10/18
- 2023/10/28
- 2023/11/13
- 2023/12/01
- 2023/12/19
- 2024/04/19