საბერძნეთის ეკლესიის მღვდელთმთავართა წმინდა სინოდმა პირველ სამუშაო დღეს 3 მიტროპოლიტი და 7 დამხმარე ეპისკოპოსი გამოირჩია


გუშინ, საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდმა თავის გეგმურ სხდომაზე 3 ახალი მიტროპოლიტი და 7 დამხმარე ეპისკოპოსი გამოირჩია.

თესალონიკის მიტროპოლიტად 73 ხმით გამორჩეულ იქნა საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდის მთავარი მდივანი, ორეონის ეპისკოპოსი ფილოთეოსი.

პარამითიის მიტროპოლიტად 59 ხმით გამორჩეულ იქნა არქიმანდრიტი სერაპიონ მიხალაკისი, წმინდა სინოდის პირველი მდივანი.

ფლორინის მიტროპოლიტად 61 ხმით გამორჩეულ იქნა არქიმანდრიტი ირინეოს ლაფტისი, ალექსანდრუპოლის ეპარქიის პროტოსინკელოსი.

შესვენების შემდეგ წმინდა სინოდმა გამოირჩია დამხმარე ეპისკოპოსები.

არქიმანდრიტი აპოსტოლოს კავალიოტისი, საბერძნეთის ეკლესიის ევროკავშირში წარმომადგენლობის ოფისის ხელმძღვანელი, გამორჩეულ იქნა დამხმარე ეპისკოპოსად ტიტულით - ტანაგრას ეპისკოპოსი.

არქიმანდრიტი ეგნატე სოტირიადი, წმინდა სინოდის მართლმადიდებელთაშორისი და ქრისტიანთა შორისი ურთიერთობების სინოდალური კომისიის მდივანი, გამორჩეულ იქნა დამხმარე ეპისკოპოსად ტიტულით - სალონოს ეპისკოპოსი.

არქიმანდრიტი ეპიფანე კარაგეორგოსი, ათენის სამთავარეპისკოპოსოს ანო პატისიის წმინდა ანტონის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, გამორჩეულ იქნა დამხმარე ეპისკოპოსად, ტიტულით - ტალანტიის ეპისკოპოსი.

არქიმანდრიტი პავლე კიცოსი, ფილიოპონის სამიტროპოლიტოს იეროკირიქსი, გამორჩეულ იქნა დამხმარე ეპისკოპოსად, ტიტულით - თესპიონის ეპისკოპოსი.

არქიმანდრიტი ნიკოდიმოს ევსტათიოსი, ქალკიდის სამიტროპოლიტოს პროტოსინკელოსი, გამორჩეული იქნა დამხმარე ეპისკოპოსად, ტიტულით - სკოპელის ეპისკოპოსი.

არქიმანდრიტი თეოფილე მანძავრაკოსი, მონემვასიისა და სპარტის სამიტროპოლიტოს პროტოსინკელოსი, გამორჩეულ იქნა დამხმარე ეპისკოპოსად, ტიტულით - ლაკედემონიის ეპისკოპოსი.

არქიმანდრიტი ქრისტეფორე ანგელოპულოსი, კოზანის სამიტროპოლიტოს პროტოსინკელოსი, გამორჩეულ იქნა დამხმარე ეპისკოპოსად, ტიტულით - ამფიპოლის ეპისკოპოსი.

წყარო: https://www.orthodoxianewsagency.gr/aytokefales_ekklisies/ekklisia_ellados/me-tin-eklogi-trion-mitropoliton-kai-epta-voithon-episkopon-oloklirothike-i-proti-imera-tis-ierarxias/?fbclid=IwAR2K9zf4ElzzolWHSY23PgDMloN2Fa2X7dWouurMT2p7yl4bePAwnLh5HUg

მსგავსი განცხადებები: