მსოფლიო საპატრიარქოს სინოდის სხდომა (24.07.2023)


2023 წლის 24 ივლისს მსოფლიო პატრიარქის თავმჯდომარეობით ხალკის წმინდა სამების საპატრიარქო და სტავროპიგიალურ მონასტერში მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა.

სინოდმა კუნძულ როდოსზე გაჩენილი ხანძრის გამო თანაგრძნობა გამოხატა კუნძულის მწყემსთმთავრის მიმართ, რომელიც მიმდინარე მოვლენების დროს კუნძულ როდოსზე იმყოფებოდა და სხდომას ვერ ესწრებოდა, ასევე ადგილობრივი სამთავრობო უწყებებისა და მცხოვრებლების მიმართ.

ასევე, მსოფლიო პატრიარქის მოხსენების შემდგომ წმინდა სინოდმა კენჭი უყარა ამერიკის სამთავარეპისკოპოსოს მიერ ნიუ ჯერსის სამიტროპოლიტო კანდიდატებად გამორჩეულ სამ პიროვნებას. მიტროპოლიტად არჩეულ იქნა მიდიის ეპისკოპოსი აპოსტოლოსი.

წმინდა სინოდმა ასევე განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილებები.

წყარო: https://ec-patr.org/%CE%B1%CE%BD%CE%B1%CE%BA%CE%BF%CE%B9.../

მსგავსი განცხადებები: