კიევის პეჩორის ლავრა ახალ კალენდარზე გადადის


ინფორმაციას უკრაინული ინტერნეტგვერდი, რისუ (RISU) ავრცელებს.

კიევის პეჩორის ლავრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა აბრაამმა განაცხადა, რომ საშობაო მარხვის დაწყებიდან, 15 ნოემბრიდან (ახ.სტ.) ლავრა ახალიულიანურ კალენდარზე გადადის. უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში აღნიშნული სწორ გადაწყვეტილებად შეაფასეს.

"კიევის პეჩორის ლავრის მრავალრიცხოვანი მრევლის, კიევის პეჩორის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ლავრის წინამძღვარის, უნეტარეს მიტროპოლიტ ეპიფანეს ლოცვა-კურთხევით, 15 ნოემბრიდან (ახ.სტ.) ლავრა გადადის ახალიულიანურ კალენდარზე", - დაწერა თავის ფეისბუქგვერდზე არქიმანდრიტმა აბრაამმა.

როგორც "რისუსთან" საუბარში არქიმანდრიტმა აბრაამმა განაცხადა, "ჩვენ, უნეტარესთან ერთად არ გვსურდა ნაჩქარევი ნაბიჯები გადაგვედგა იულიუსის კალენდართან დაკავშირებით. თუმცა საზოგადოების მოთხოვნა სხვაგვარია: იმის გაგონებაც კი არ უნდათ, რაც აგრესორთან გვაკავშირებს. სწორედ ამიტომ მოხდა ეს მოვლენა, რომელსაც დიდხანს ელოდნენ ეკლესიის ერთგული ადამიანები".

2023 წლის 27 ივლისს, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომაზე დაადგინეს: "რელიგიურ თემებს, მონასტრებს, რომლებიც სურვილს გამოთქვამენ დარჩნენ ძველ სტილზე (იულიუსის კალენდარზე), იკონომიის წესით მიეცეთ ამის უფლება".

წყარო: https://risu.ua/kiyevo-pecherska-lavra-pravoslavnoyi-cerkvi-ukrayini-perehodit-na-novij-kalendar_n143895

მსგავსი განცხადებები: