- 2023/02/11
2023 წლის 6-10 თებერვალს გაიმართა სამხედრო მოძღვრების (კაპელანების) რიგით 34-ე საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც რუმინეთის დედაქალაქი ბუქარესტი მასპინძლობდა.
შეკრება მეგობრულ და საქმიან გარემოში წირიმართა.
თანამედროვე პრობლემების განხილვა და გამოსავლის ძიება, რელიგიის როლი და მშვიდობიანი თანაცხოვრება სხვა და სხვა ერებს შორის, გახლდათ ის საკითხები, რომელზედაც კონფერენცია შეეცადა ემსჯელა.
ჩვენს ეკლესიას წარმოადგენდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარი კაპელანი, დეკანოზი დავით ლონდარიძე და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წევრი, საჰარეო ძალების კაპელანი, დეკანოზი იაკობ მახნიაშვილი.
ჩვენი ეკლესიის მთავარი გზავნილი არის მშვიდობა, ყველა ერის ტრადიციისა და თვითმყოფადობის პატივისცემა, ქრისტეს უწმინდესი მცნებების, მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების ერთგულება.
მსგავსი განცხადებები:
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2023/08/08
- 2023/10/18
- 2023/10/28
- 2023/11/13
- 2023/12/01
- 2023/12/19
- 2024/04/19
- 2024/11/27