მსოფლიო პატრიარქი ათენში საღვთისმეტყველო ჟურნალ 'თეოლოგიის' შესახებ გამართულ სამეცნიერო კონფერენციას დაესწრება


საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდის ორგანიზებით, სამეცნიერო-საღვთისმეტყველო ჟურნალ "თეოლოგიის" დაარსებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება.

კონფერენციის სხდომები 11-დან 14 ოქტომბრამდე, ათენში გაიმართება და მისი ძირითადი თემა იქნება - "მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება პოსტმოდერნისტული ეპოქის "უნივთო რეალობის" მსვლელობაში".

საბერძნეთის წმინდა სინოდის მოწვევა ამ კონფერენციაზე მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს ათენისა და სრულიად საბერძნეთის მთავარეპისკოპოსმა იერონიმემ ჯერ კიდევ მაისში გადასცა, მისი ყოვლადუწმინდესობის ათენში ვიზიტის დროს.

მსოფლიო პატრიარქი ბართლომე პირადად ჩავა ათენში და გახსნის კონფერენციას. მასთან ერთად იქნებიან ქალკედონის მიტროპოლიტი ემანუელი და მსოფლიო საპატრიარქოს სხვა სასულიერო პირები.

კონფერენციას სხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურები და წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

წყარო: https://fosfanariou.gr/index.php/2023/10/06/ecum-patr-stin-athina-gia-synedrio-periodikou-theologia/?fbclid=IwAR2IZkt2xtXh9H9AnGXUUwGKE78DJtsFhMlbXIymmjsSL6vPdeUTkwdqdXY

მსგავსი განცხადებები: