- 2024/07/25
როგორც კი დეპუტატები მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინული მართლმადიებელი ეკლესიის ამკრძალავი კანონპროექტის საბოლოო ვერსიას შეიმუშავებენ, მაშინ გაიმართება უმაღლესი რადის სხდომა, - ამის შესახებ უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს თავჯდომარემ განაცხადა.
როგორც რუსლან სტეფანჩუკი ამბობს, სესიაზე საკითხს მას შემდეგ გაიტანენ, რაც საჭირო 240 ხმას მოაგროვებენ. მისივე თქმით, ამ ეტაპზე კანონპროექტს მხარს უჭერს დაახლოებით 225-226 დეპუტატი. თავად სტეფანჩუკიც აღნიშნული ინიციატივის მომხრეა.
"ჩვენ შევიკრიბეთ და გადავწყვიტეთ მივცეთ დრო სამუშაო ჯგუფს დაამუშავოს ხსენებული კანონპროექტი. საქმე ის არის, რომ პირველ მოსმენასთან შედარებით მეორე მოსმენაზე უკვე საგრძნობლად სახეცვლილი პროექტი მივიღეთ და ბევრი კოლეგა არ ეთანხმება ამ ცვლილებებს. ამასთანავე კანონი ისეთი სახით უნდა მივიღოთ, რომ შეუძლებელი იყოს მისი გასაჩივრება უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოში", - განაცხადა სტეფანჩუკმა.
წყარო: https://risu.ua/ru/rada-snova-soberetsya-kak-tolko-poyavitsya-finalnyj-variant-zakonoproekta-o-zaprete-upc-mp--stefanchuk_n149804
მსგავსი განცხადებები:
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2023/08/08
- 2023/10/18
- 2023/10/28
- 2023/11/13
- 2023/12/01
- 2023/12/19
- 2024/04/19
- 2024/11/27