საბერძნეთში ლგბტ მოძრაობის მხარდამჭერებმა მართლმადიდებლური ტაძარი შეურაცხყვეს


2024 წლის 4 თებერვალს, ქ. ლარისაში საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კუთვნილი საკათედრო ტაძარი შეურაცხყვეს. ვანდალებმა კედლებზე ლგბტ იდეოლოგიის მხარდამჭერი ლოზუნგები დაჯღაბნეს.

ტაძარი ქ. ლარისას მფარველის, წმინდა აქილე ლარისელის (ხსენება ახ. სტ. 28 მაისს) სახელობისა. ვანდალიზმი გეი-ქორწინების ლეგალიზაციის კანონპროექტზე საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდალური განჩინების წაკითხვის წინა დღეს მოხდა.

შეურაცხმყოფელი წარწერები მიემართებოდა მართლმადიდებლურ სარწმუნოებას, ლარისას მიტროპოლიტ იერონიმეს.

ზოგიერთი წარწერის შინაარსი ასეთია: "საბერძნეთი კვდება", ხოლო ადამიანები "ოჯახების, რელიგიის და მღვდლების ჯოჯოხეთში ცხოვრობენ"; "არა ძალადობას! კი ლესბოსელობას!"

მთავარი შესასვლელის წინ ვანდალებმა ლარისას მიტროპოლიტის და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მისამართით სალანძღავი სიტყვები დაწერეს.

ლარისას მიტროპოლიტი იერონიმე ერთ-ერთია იმ ბერძენი იერარქებიდან, რომლებიც გადაჭრით ეწინააღმდეგებიან მთავრობის ინიციატივას. სწორედ მან მოუწოდა ეკლესიას არ შეწყვიტოს ბრძოლა ქორწინების ახალი ფორმის წინააღმდეგ მას შემდეგაც კი, თუკი პარლამენტი მაინც დაამტკიცებს.

წყარო: В Греции сторонники ЛГБТ осквернили православный храм - Новости - новости Православия - Союз православных журналистов (spzh.media)

მსგავსი განცხადებები: