ათენში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების საწინააღმდეგო აქცია გაიმართა


კვირას საბერძნეთის დედაქალაქის ცენტრში მასობრივი აქცია გაიმართა. მოქალაქეები ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს მოპირდაპირედ დროშებით, ხატებითა და ჯვრებით შეიკრიბნენ. პლაკატებზე ეწერა: „ჩვენ ვეუბნებით არას ერთსქესიანთა ქორწინების და შვილად აყვანის რადიკალურ კანონპროექტს!“

აქციაზე სიტყვით გამომსვლელები აღნიშნავდნენ, რომ "ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს თავის ქრისტიანულ ფესვებს და ტრადიციებს"; "ბერძენო პატრიოტებო! მოემზადეთ ბრძოლისთვის! მათ სურთ საბერძნეთის დაშლა. ჩვენი რწმენის განადგურება ქრისტესადმი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელისადმი. ენის, ტრადიციული ოჯახის გაქრობა".

აქცია ორგანიზებული იყო ქრისტიანული ორგანიზაციების მიერ. მოქალაქეები გამოვიდნენ სალონიკში და პატრაშიც.

წყარო: https://www.blagovest-info.ru/index.php?ss=2&s=3&id=106823

მსგავსი განცხადებები: