- 2024/02/28
მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდმა მუშაობა 27 თებერვალსაც გააგრძელა მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს თავმჯდომარეობით და დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილა, რის შემდეგაც მიღებულ იქნა შესაბამისი გადაწყვეტილებები.
1) ამიერიდან ავსტრალიის სამთავარეპისკოპოსო უნდა იმართებოდეს საეპარქიო სინოდის მეშვეობით, რომელსაც ავსტრალიის მთავარეპისკოპოსი უხელმძღვანელებს და წევრებად მისი დამხმარე ეპისკოპოსები ეყოლება, რომლებიც "ქორეპისკოპოსებად" იწოდებიან და შეინარჩუნებენ იმ ტიტულებს, რაც ახლა აქვთ.
2) მოსკოვის საპატრიარქოს ყოფილი კლირიკოსის, დეკანოზ ალექსეი უმინსკის აპელაციის გამოწვლილვით განხილვის შემდეგ, გადაწყვიტა, რომ ის მიზეზები, რის გამოც მას საეკლესიო სასჯელი დაეკისრა, სრულებით არაა საეკლესიო, არამედ უკავშირდება იმ ფაქტს, რომ ხსენებული კლირიკოსი ეწინააღმდეგებოდა უკრაინაში მიმდინარე ომს. მსოფლიო პატრიარქმა მისთვის დაკისრებული მღვდლობიდან განკვეთის სასჯელი გააუქმა, აღადგინა იმავე საეკლესიო ხარისხში, რომლიდანაც განიკვეთა და მისი თხოვნის შესაბამისად, საკუთარი ომოფორის ქვეშ მიიღო.
მსგავსი განცხადებები:
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2023/08/08
- 2023/10/18
- 2023/10/28
- 2023/11/13
- 2023/12/01
- 2023/12/19
- 2024/04/19
- 2024/11/27