- 2023/10/07
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიიდან, 21 სექტემბერს, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლობის წინამძღვრის, არქიმანდრიტ ბასიანე ზმეევის დეპორტაციის შემდეგ რუსული ტაძარი დროებით უმოქმედოა. ბოლო დღეების მანძილზე მართლმადიდებელი ქრისტიანები მიდიოდნენ დახურულ ეკლესიასთან, ლოცულობდნენ, ტოვებდნენ ყვავილებს და გამოთქვამდნენ პროტესტს ბულგარეთის ხელისუფლების ქმედებებზე.
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქისადმი თავის მიმართვაში ბულგარეთის პატრიარქმა, უწმინდესმა ნეოფიტემ, შეშფოთება გამოთქვა ქალაქ სოფიის წმინდა ნიკოლოზის ტაძარში ღვთისმსახურების შეწყვეტის გამო.
საპასუხო წერილში რუსეთის ეკლესიის წინამძღვარმა ბუგარეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას უპრეცედენტო უწოდა უახლეს ისტორიაში და ღრმა მწუხარება გამოთქვა დამამცირებელი და დისკრიმინაციული მეთოდების გამოყენებაზე და დასძინა, რომ აღნიშნული ქმედების მიზანია ზიანი მიაყენოს მოძმე ერების და ეკლესიების ურთიერთობას.
პატრიარქმა კირილემ ბულგარეთის სამთავრობო ორგანოების ქმედებებს რუსეთის ეკლესიის წარმომადგენლებისადმი არამეგობრული და უსამართლო უწოდა. ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად მომხდარისა, რუსეთის საპატრიარქო მომავალშიც ითანამშრომლებს მოსკოვში ბულგარეთის საპატრიარქოს წარმომადგენლობასთან.
გზავნილის დასასრულს პატრიარქმა კირილემ იმედი გამოთქვა, რომ პოლიტიკური ძალები, რომელთა უკანაც ადამიანთა მოდგმის მტერი დგას, ვერ დაარღვევენ რუსეთის და ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიების ქრისტეში ძმობისა და სიყვარულის საძირკველზე დაშენებულ საუკუნო ძმობის კავშირებს.
წყარო: https://mospat.ru/ru/news/90851/?fbclid=IwAR1RcAwT59lZDuW53ratuQS6iYOftk6Y78Xv3_GlJVcYHStDuWjDQLFlq9o
მსგავსი განცხადებები:
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2023/08/08
- 2023/10/18
- 2023/10/28
- 2023/11/13
- 2023/12/01
- 2023/12/19
- 2024/04/19