მსოფლიო პატრიარქი ფინეთს ეწვევა


მსოფლიო საპატრიარქოს შემადგენლობაში ფინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტონომიის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სექტემბერში ჰელსინკში ჩავა კონსტანტინეპოლის - ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმინდესი ბართლომე.

2023 წლის 9 სექტემბერს, შაბათს, პატრიარქი ბართლომე ჰელსინკის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში სამადლობელ ლოცვას შეასრულებს, ხოლო 10 სექტემბერს საღმრთო ლიტურგიას აღავლენს.

ვიზიტის ფარგლებში მსოფლიო პატრიარქი ფინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ბ-ნ საული ნიინისტიოს, საბერძნეთის, თურქეთის და უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს ფინეთში, მორწმუნეებსა და ახალგაზრდებს შეხვდება.

11 სექტემბერს ყოვლადუწმინდესი ბართლომე ფინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ბუნების დაცვის ცენტრში ორგანიზებულ სემინარში - "ახალგაზრდების პლანეტა", მიიღებს მონაწილეობას და წაიკითხავს მოხსენებას.

იმავე დღეს დაესწრება ფინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავართა კრებას, ესტუმრება სიორნიაინენის ციხეში მდებარე სამლოცველოს და გაეცნობა ფინეთში პატიმრების სულიერი დახმარების მხრივ არსებულ მდგომარეობას.

ფინეთის მართლმადიდებელი ეკლესია ოფიციალურ ინტერნეტგვერდზე აქვეყნებს ვიზიტის, საზეიმო ღონისძიებების პროგრამას და ნებისმიერ მსურველს იწვევს მონაწილეობის მისაღებად.

100 წლის იუბილეს ფარგლებში დაგეგმილი არა ერთი სემინარი, ღონისძიება.

წყარო: https://shorturl.at/blQW1

მსგავსი განცხადებები: