- 2023/09/29
აღნიშნულის მიზეზი არქიმანდრიტ კირილეს კონსტანტინეპოლელ იერარქებთან თანამსახურება გახდა.
რუსეთის საპატრიარქოს ბრძანებაში ნათქვამია, რომ არქიმანდრიტმა კირილემ არაერთხელ დაარღვია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ბრძანებები, რაც გამოიხატა "თქვენს თანამსახურებაში კონსტანტინეპოლის ეკლესიის იერარქებთან და მღვდელმსახურებთან, რომელთანაც რუსეთის საპატრიარქოს წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე უხეში შეჭრის გამო გაწყვეტილია ევქარისტიული კავშირი".
არქიმანდრიტ კირილეს საქმეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის ეპარქიის ეპარქიალური სასამართლო განიხილავს. მანამდე კი სასულიერო პირს აკრძალული აქვს ანაფორით შემოსვა, სამღვდელო ჯვრის ტარება და ლოცვა-კურთხევის გაცემა.
არქიმანდრიტი კირილე გოვორუნმა 2023 წლის 13 აგვისტოს კიევში, წმინდა ანდრიას სახელობის ტაძარში იმსახურა ფანარის ეგზარქოსთან, ეპისკოპოს მიქაელ ანიშჩენკოსთან.
არქიმანდრიტი კირილე მართლმადიდებელ სამყაროში ცნობილი თეოლოგი, პუბლიცისტი, პატროლოგი და ფილოსოფიის დოქტორია. ის მკაცრად აკრიტიკებს რუსეთის შეჭრას უკრაინაში. მან არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთის პატრიარქმა კირილემ მიაწოდა შოვინიზმის იდეა კრემლს, ამიტომ ის არის არა დანაშაულის თანამონაწილე, არამედ იდეოლოგი.
წყარო: https://risu.ua/ru/patriarh-moskovskij-zapretil-v-sluzhenii-arhimandrita-kirilla-govoruna_n142721?fbclid=IwAR2hUrKUuZ61wvQk7FHNQx5CY06hE7Ha3MHw3SLr29fHiXA3ZdrS6BO1AmE
მსგავსი განცხადებები:
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2023/08/08
- 2023/10/18
- 2023/10/28
- 2023/11/13
- 2023/12/01
- 2023/12/19
- 2024/04/19
- 2024/11/27