- 2023/12/22
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ არსებითად შემცირდა მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა რიცხვი (2021 წელს 13%, 2023 წელს 6% -მდე).
ამას მოწმობს "რაზუმკოვის ცენტრის" გამოკითხვა "რელიგია და ეკლესია უკრაინულ საზოგადოებაში: 2000-2023".
2021 წელს, მათი რიცხვი ვინც თავს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წევრად მიიჩნევდა, 24% -მდე გაიზარდა, 2022 წელს - 36%-მდე, ხოლო 2023 წელს - 42% -მდე.
ბოლო წლებში მკვეთრად შემცირდა მათი რიცხვი, ვინც თავს "უბრალოდ მართლმადიდებლად" მიიჩნევს. 2020 წელს მათი რიცხვი 27% იყო, ხოლო დღეს - 13%. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა დიდი ხვედრითი წილი ქვეყნის ცენტრალურ რეგიონშია - 52%, სამხრეთით - 40%, დასავლეთით - 36,5%, აღმოსავლეთით - 31%.
მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის რაოდენობა ცენტრალურ და დასავლეთ რეგიონებში გამოკითხულთა 4% -ია, აღმოსავლეთში - 8%, სამხრეთით - 11%.
წყარო: https://risu.ua/ru/lish-shest-procentov-ukraincev-priznayut-chto-prinadlezhat-k-upc-mp--opros_n144907
მსგავსი განცხადებები:
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2023/08/08
- 2023/10/18
- 2023/10/28
- 2023/11/13
- 2023/12/01
- 2023/12/19
- 2024/04/19