- 2022/08/25
ფინეთის ქ. ტურკუს ადმინისტრაციამ რუსეთისგან მოითხოვა, დააბრუნოს შენობა, რომელსაც რუსები ღვთისმსახურებისთვის იყენებდნენ.
ქ. ტურკუს ხელისუფლებამ გააუქმა ხელშეკრულება რუსეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან და შენობის დაბრუნება 2022 წლის 1 აგვისტომდე მოითხოვა.
მიკა აკანენის, ქ. ტურკუს საერთაშორისო განყოფილების ხელმძღვანელის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი გახდა რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომი. თუმცა, ამასთანავე, რუსებს უფლება აქვთ, ისარგებლონ კუნძულ კაკსკერზე არსებული შენობით, სადაც უკვე აწყობენ ახალ ტაძარს.
რუსეთის გენერალურმა საკონსულომ შენობა იმავე სახით უნდა დააბრუნოს, რა სახითაც მიიღო. რუსებმა უკვე მოხსნეს გუმბათი შენობის სახურავიდან და გაიტანეს საეკლესიო ნივთები.
წყარო: https://www.hs.fi/kotimaa/turku/art-2000008965523.html
მსგავსი განცხადებები:
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2023/08/08
- 2023/10/18
- 2023/10/28
- 2023/11/13
- 2023/12/01
- 2023/12/19
- 2024/04/19