- 2023/10/11
2023 წლის 11 ოქტომბერს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა.
ერთ-ერთი განსახილველი საკითხი აფრიკის საპატრიარქო საეგზარქოსო გახლდათ.
კლინის მიტროპოლიტ ლეონიდეს მიერ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს სახელზე შესული ანგარიშის საფუძველზე, იგი გათავისუფლდა აფრიკის ეგზარქოსის მოვალეობის შესრულებისგან. გაწეული საქმიანობისთვის წმინდა სინოდმა მას მადლობა გადაუხადა და დროებით შეუნარჩუნა ერევან-სომხეთის ეპარქიის მმართველის უფლებები.
აფრიკის საპატრიარქო ეგზარქოსის მოვალეობის შემსრულებლად დაადგინეს ზარაისკის ეპისკოპოსი კონსტანტინე.
წყარო http://www.patriarchia.ru/db/text/6066199.html
მსგავსი განცხადებები:
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2023/08/08
- 2023/10/18
- 2023/10/28
- 2023/11/13
- 2023/12/01
- 2023/12/19
- 2024/04/19