მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდმა ხარისხში აღადგინა მღვდელი იოანე კოვალი


28 ივნისს გამოქვეყნებულ კომუნიკეში ვკითხულობთ, რომ კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს წმინდა სინოდმა განიხილა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კლირიკოსის, მღვდელ იოანე კოვალის აპელაცია, რომელიც მოსკოვის ეპარქიის სასამართლომ განკვეთა სამღვდელო ხარისხიდან. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი გახდა შემდეგი: ლოცვაში "წმინდა რუსეთისათვის" სიტყვა "გამარჯვება" შეცვალა "მშვიდობით".

მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდმა დაადგინა, რომ მღვდელმსახურის მიმართ გამოტანილი განაჩენი განპირობებული იყო არა საეკლესიო კანონების დარღვევით, არამედ მისი პოზიციით რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით.

წმინდა სინოდმა მღვდელი იოანე დააბრუნა ხარისხში IV მსოფლიო საეკლესიო კრების IX და XVII კანონების საფუძველზე. გარდა ამისა, მღვდელ იოანეს წერილობითი თხოვნის საფუძველზე, ტრულის კრების XVII და XVIII კანონების, ასევე VII მსოფლიო საეკლესიო კრების X მუხლის მიხედვით, მამა იოანე მსოფლიო საპატრიარქოს ომოფორის ქვეშ გააგრძელებს მსახურებას.

წყარო: https://www.facebook.com/diak.kuraev/posts/pfbid032y5e9LobY39smuxutptRj54qMUnF7my6UHoazMBsdA5evm8pJudnC6yoqdJ6HwWPl

მსგავსი განცხადებები: