- 2024/02/13
მოსკოვის საპატრიარქოს ვილნიუს-ლიეტუვის ეპარქიისგან გამოყოფილმა სასულიერო პირთა ჯგუფმა განაცხადი შეიტანა იუსტიციის სამინისტროში საეგზარქოსოს დასარეგისტრირებლად. სახელმწიფო უწყებამ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.
ლიეტუვის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, ქვეყანაში მსოფლიო საპატრიარქოს საეგზარქოსოს არსებობა არ ეწინააღმდეგება სახელმწიფოს კანონმდებლობას და ეს რელიგიური გაერთიანება შეიძლება შეიტანონ იურიდიულ პირთა რეესტრში.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 21 მარტს, ვილნიუსში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ და ლიეტუვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, ინგრიდა შიმონიტემ, ქვეყანაში კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს საეგზარქოსოს შექმნის მიზნით ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს.
წყარო: В минюсте Литвы зарегистрировали Константинопольский экзархат (pravlife.org)
მსგავსი განცხადებები:
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2023/08/08
- 2023/10/18
- 2023/10/28
- 2023/11/13
- 2023/12/01
- 2023/12/19
- 2024/04/19