ეკუმენური ლოცვა რომში, მსოფლიო პატრიარქის მონაწილეობით


შაბათს, 30 სექტემბერს, რომში, წმინდა პეტრეს მოედანზე მისმა ყოვლადუწმინდესობამ, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ რომის უწმინდეს პაპ ფრანცისკესა და კენტერბერიის მთავარეპისკოპოს იუსტინე ველბთან, ასევე სხვა რელიგიურ ლიდერებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ეკუმენურ ლოცვაში.

ეკუმენური ლოცვა, რომლის ორგანიზებაც მოხდა ფრანგული სამონასტრო ძმობის "ტაიზე"-ს მიერ და რომელშიც 30 ათასამდე ახალგაზრდა მონაწილეობდა, გაიმართა ლათინ რომაულ-კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსთა 16 გეგმიურ კრებასთან დაკავშირებით, რომელიც მთელი ოქტომბრის განმავლობაში გაგრძელდება და რომლის თემასაც წარმოადგენს: "ერთი სინოდალური ეკლესიისაკენ: საზოგადოება, თანამონაწილეობა, მისია".

კრების სამუშაოებს მსოფლიო საპატრიარქოს მხრიდან პისიდიის მიტროპოლიტი იობი დააკვირდება, რომელიც არის მართლმადიდებელ და რომის კათოლიკურ ეკლესიას შორის საღვთისმეტყველო დიალოგის საერთაშორისო შერეული კომისიის მართლმადიდებელი თანათავმჯდომარე.

იმავე დღეს, დილით მსოფლიო პატრიარქი ბართლომე პირადად შეხვდა რომის პაპს ძმურ და თბილ ატმოსფეროში, რის შემდეგაც ისინი წმინდა პეტრეს მოედანზე გავიდნენ და რომის პაპმა 21 ახალი კარდინალის კურთხევის მსახურება შეასრულა.

ნაშუადღევს მსოფლიო პატრიარქი დასწრო ვატიკანში თურქეთის ელჩის, უფუკ ულუთაშის მიერ მისთვის გამართულ სადილს.

კვირას, 1 ოქტომბერს, მსოფლიო პატრიარქი ბართლომე მარადიულ ქალაქში წმინდა თეოდორე ტირონის სახელობის მართლმადიდებლურ ეკლესიაში დაესწრო საღვთო ლიტურგიას.

წყარო: https://www.orthodoxianewsagency.gr/patriarxeia/oikomeniko_patriarxio/oikoumeniki-proseyxi-sti-romi-parousia-tou-patriarxi-vartholomaiou/?fbclid=IwAR2J8R5Righl8dQxzCcA88aotAHrpfyEGuvMU9sYKP0Cclk3YR5tuNAFYtM

მსგავსი განცხადებები: